ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დაბა ხულოს, ღორჯომის და ვაშლოვანის მეჩეთებში იმყოფებოდა, სადაც მან შეკრებილ საზოგადოებას ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ჯამბულატ მელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ ბერიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან ერთად დაბა ხულოს, ღორჯომის და ვაშლოვანის მეჩეთებში იმყოფებოდა, სადაც მან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

 

„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაულს. კეთილდღეობას, სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“ – ჯამბულატ მელაძე.

 

ყურბან-ბაირამი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელიც რამაზან-ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ყურბან-ბაირამის ლოცვა მუნიციპალიტეტის ყველა მეჩეთში შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები