ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა – ზვიად მხეიძემ, პირველმა მოადგილემ – დავით გოგლიძემ, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა – გიორგი მახათაძემ  მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

“გარდამავალი პროექტის ფარგლებში 3 კმ-დე მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, მისი სრული ღირებულება 3 264 000 ლარს შეადგენს, სამუშაოები სამ ეტაპად ხორციელდება. მიმდინარე წელს გზის რეაბილიტაციაზე ს 1 100 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები სრულად 2024 წელს დასრულდება” – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები