პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, როლანდ ბერიძეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა როლანდ ბერიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, როლანდ ბერიძემ პრემიერმინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

როლანდ ბერიძე სხვადასხვა წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები