ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტრ მიკისკასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.
პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.