რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის აღმოსავლეთში, კიროვსკის რაიონში საწვრთნელ პოლიგონზე რუსული არმიის საბრძოლო მასალის საწყობი იწვის, ისმის ასევე აფეთქებების ხმა.
ამის შესახებ ინფორმაციას ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი, სერგეი აქსიონოვი ადასტურებს.
მისი თქმით, საწყობის მახლობლად მდებარე ოთხი დასახლებული პუნქტიდან 2 ათასი მცხოვრების ევაკუაცია მოხდება.
აქსიონოვმა ასევე განაცხადა, რომ გადაკეტილია საავტომობილო გზის მონაკვეთი “ტავრიდა”.
აღსანიშნავია, რომ პოლიგონიდან, სადაც ამჟამად საბრძოლო მასალების საწყობი იწვის, ფრონტის ხაზის უახლოეს წერტილამდე, სულ მცირე, 230 კილომეტრია.
არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.