თურქეთში დატბორილ ქართულ ტაძარში ისტორიკოსმა სარკმლიდან შეცურა და ბოლო კადრები გადაიღო

ტაო. კავკასიძეების ციხის ეკლესია. წინასწარმეტყველის გამოსახულება საკურთხევლის სარკმელში.

ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ თურქეთში დატბორილ ქართულ ეკლესიაში შეცურა და ჩაძირული ეკლესიის ბოლო კადრები გადაიღო.

“წყალი დაახლოებით 2 მეტრითაა შესული ეკლესიაში და რამდენიმე დღეში ალბათ სრულიად დაიფარება ტაძარი“- აცხადებს ისტორიკოსი.

ისტორიულ ტაოში მდებარე კავკასიძეების სახელით ცნობილი ძველი ქართული ციხის ნანგრევები და ეკლესია წყალში იძირება.

     ტაო. კავკასიძეების ციხის ეკლესია. წინასწარმეტყველის გამოსახულება საკურთხევლის სარკმელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები