მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად ალბანეთში იმყოფება (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის პირადი მიწვევით ოჯახთან ერთად ალბანეთში იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. საქართველოს ექსპრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ალბანეთის უნივერსიტეტში, ტირანაში და ინტერვიუ მისცა ქვეყნის წამყვან ტელეარხებს.
ასევე გაიმართა შეხვედრა როგორც თავად პრემიერ-მინისტრ ედი რამასთან, ისე ალბანეთის მთავრობის სხვა მინისტრებთან.
ხვალ კი იგეგმება სანდრა რულოვსისა და ლინდა რამას, ალბანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის, შეხვედრა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=W5UyqbJPDTE&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები