ფერადი სამყარო ნუკრი მანძულაშვილის ფოტოობიექტივიდან

          მის ობიექტივში სამყარო უფრო ფერადი და „კეთილია“, უფრო მკვეთრი და „ნამდვილი“, უფრო ბუნებრივი და პერსონიფიცირებული. ამ თვისებებს ფოტოებს ანიჭებს თემები ყოველდღიური ცხოვრებიდან. სამყარო რომ დეტალებისგან შედგება, ეს ნუკრი მანძულაშვილის ფოტოებიდან ყველაზე მძაფრად აღიქმება. ჩანაფიქრიც სწორედ ეს არის. ფოტოგრაფი ნუკრი საკუთარ პერსონასა და შემოქმედებაზე…

– ნუკრი, რა გახდა ბავშვობაში წინაპირობა იმისა, რომ მომავალში პროფესიად ფოტოგრაფია აირჩიე?
– ბავშვობაში ხატვით ვიყავი გატაცებული. განსაკუთრებით ბუნების და ცხოველების ხატვა მიყვარდა. პროფესიითაც მხატვარი, ფერმწერი ვარ. თუმცა, მოუცლელობის გამო ხშირად ხატვას ვეღარ ვახერხებ და გული მწყდება.
– როდის გადაწყვიტე პროფესიული ფოტოაპარატი აგეღო ხელში?10653948_895298763831751_495463438_n
– სამხატვრო კოლეჯის დამთავრების შემდეგ მქონდა უამრავი თავისუფალი დრო. თავიდან ჩემთვის, მობილური ტელეფონით ვიღებდი ჩემთვის საინტერესო კადრებს, ძირითადად, ბუნებას. ამის შემდეგ დავინტერესდი ფოტოგრაფიით და ერთ-ერთი გამომცემლობის საბავშვო წიგნის ილუსტრირებაში აღებული ჰონორარით ვიყიდე ჩემი პირველი პროფესიული ფოტოაპარატი. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე ჩემი საქმიანობა ამ მიმართულებით.
– შენი კადრები ნათელი ფერებით და სიმსუბუქით გამოირჩევა, რა სტილის ფოტოებში ხედავ სამყაროს?
– ფერმწერი ვარ. აქედან გამომდინარე. რადგან ფოტოგრაფიაზე გადავერთე, იგივეს ვაკეთებ ფოტოშოპში, რასაც პალიტრაზე და ტილოზე ვაკეთებდი. ყოველთვის ვცდილობ ფოტო რეალურს დავამსგავსო და მაქვს ფერთა დასმაში მაქვს ჩემი საიდუმლო კომბინაციები.
– ფოტოებში ჭარბობს კადრები ყოველდღიურობიდან. ფიქრობ, რომ ცხოვრება შედგება ამ დეტალებისგან?
– რა თქმა უნდა, ამ დეტალებშია ცხოვრება, რასაც ჩვენ ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ და ჩვეულებრივ მოვლენებად აღვიქვამთ. ჩემი მიზანია ამ დეტალების დანახვა და განსხვავებულად, სხვა თვალით, სხვა კუთხით წარმოჩენა . მაგალითად, ხშირად ხალხი აღფრთოვანებულია ჩემი ისეთი კადრებით, რაც მათ გვერდზე ხდება და ვერ ამჩნევენ.
– რა გიზიდავს ურბანულ ფოტოგრაფიაში?
– მიყვარს ძველი არქიტექტურული ნიმუშების გადაღება. ჩემს ობიექტივში ხვდება ის ნაგებობები, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილია თბილისში. ვგულისხმობ ვიქტორიანული სტილის ნაგებობებს და სხვა..
– რაც შეეხება პორტრეტებს..
– ადამიანებს სტუდიაში არ ვიღებ, ეს ჩემი სტილი არაა. მათი გადაღებისას ვამჯობინებ ბუნებრივ განათებას, მზეს და მეტყველ ფონს. უპირატესობას ვანიჭებ მოხუცებისა და ბავშვებს, თუმცა საინტერესოა სხვა ტიპაჟებიც.
– როდესაც თავად ხარ ობიექტივის წინ… კომფორტულად გრძნობ თავს ასეთ პოზიციაში?
– მე თვითონ ობიექტივის წინ უჩვეულოდ ვგრძნობ თავს, დიდად არ მომწონს.
– რა განწყობა მოდის შენი ფოტოებიდან?
-კომპოზიციებში უპირატესობას ესთეტიკურ მხარეს ვანიჭებ. შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო და ჩვეულებრივმა კადრმა მომხიბლოს მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი განათება და ლამაზი, ჩემთვის საინტერესო ფერებია. ყველაზე სასიამოვნო მომენტია, როდესაც ვიღებ კამერას და მივდივარ გადასაღებად, უმეტესად ღია ცის ქვეშ, თუნდაც მთაში.
– ფოტოგამოფენებს ხომ არ ცვლის ინტერნეტგამოფენა? დაბეჭდილ ფოტოებს თუ აქვთ ის ემოცია, რასაც ეკრანზე ვერ აღიქვამ?
– ვფიქრობ, რომ დაბეჭდილ ფოტოს მეტი ემოცია მოაქვს, ვიდრე მას მონიტორზე. ეს არა მხოლოდ ფოტოგრაფიის ვინტაჟური მომენტია, არამედ ერთგვარი ტრადიციაც, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა ადამიანისთვის ძალიან ახლობელი და საყვარელია.
– რა ჩანს შენი ობიექტივიდან?
– ჩემი ობიექტივიდან მზიანი, ფერადი სამყარო ჩანს..

ნანუკა ალავიძე

10634349_895298683831759_445619400_n

10653948_895298763831751_495463438_n

10584422_895298747165086_823669520_n

10637844_895296197165341_1471040140_n

10660821_895298687165092_2113582966_n

10660570_895298487165112_212506584_n

10660518_895296167165344_1736418586_n

10647787_895296107165350_1684611037_n

10638041_895298447165116_1404337065_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები