ქალაქ ონში სამედიცინო აქცია გაიმართა

ქალაქ ონში მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა. უფასო პროფილაქტიკური კონსულტაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საჩხერის სამედიცინო ცენტრის პროფესიონალმა ექიმებმა გაუწიეს.
აქციის ფარგლებში, მოსახლეობას ჩაუტარდა სხვადასხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები, გაეწია კონსულტაცია და, მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მიეცა შესაბამისი დანიშნულება.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის მრავალპროფილური კვლევებითა და პროფესიონალი ექიმების უფასო კონსულტაციით 120-ზე მეტმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ისარგებლა.

აღნიშნულ ინფორმაციას ონის მერი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები