“ინფლაციის მაჩვენებელი  ცოტა მომატებულია, მაგრამ ის, ალბათ, მაინც დაბალანსდება და წლის ბოლოს  3%-იან მაჩვენებელზე დავა” – გიორგი ცუცქირიძე

“ინფლაციის მაჩვენებელი  ცოტა მომატებულია, მაგრამ  პროგნოზი რომ ავიღოთ, ის, ალბათ, მაინც დაბალანსდება და წლის ბოლოს  3%-იან მაჩვენებელზე დავა”- ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას”  პრესკლუბში სტუმრებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი რომ უფრო მაღალი ინფლაციური რისკის სცენარს ელოდებოდეს,  მაშინ მონეტარულ განაკვეთს  უცვლელად, 8%-ზე კი არ დატოვებდა,  არამედ, პირიქით, გაზრდიდა.

“მარტსა და აპრილში ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ზე მაღალი იყო (საბაზისო ინფლაციას ვგულისხმობ).  მიზნობრივი ინფლაცია  3% გვაქვს,  ბოლო ორი წლის მანძილზე მაჩვენებელი  ზუსტად 3%-ში იჯდა, ცალკეულ პერიოდებში  3%-ზე ნაკლებიც კი იყო.   ახლა კი არის გაზრდილი, მაგრამ არც იმდენად, ფაქტობრივად, 3%- ის სივრცეა.  ბუნებრივია, ინფლაციის მაჩვენებელი  ცოტა მომატებულია, მაგრამ  პროგნოზი რომ ავიღოთ, ის, ალბათ, მაინც დაბალანსდება და წლის ბოლოს  3%-იან მაჩვენებელზე დავა. მით უმეტეს,  ჩვენ ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკი  მაღალ ინფლაციურ რისკებს არ ელის.  ეროვნული ბანკი რომ უფრო მაღალი ინფლაციური რისკის სცენარს ელოდებოდეს,  მაშინ მონეტარულ განაკვეთს, ანუ იგივე რეფინანსირების განაკვეთს  უცვლელად, 8%-ზე კი არ დატოვებდა,  არამედ, პირიქით, გაზრდიდა”- განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 3.4 % შეადგინა, მარტში კი 3.5 %.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები