მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში მყოფი 2 პირის ცხედარს მიაგნეს.
ინფორმაცია “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.
ინფორმაციისთვის, 14 მაისს მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა. ერთი მათგანი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.
სამართალდამცველებმა 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს – მას მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.