პუტინი თურქეთში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაესწრება

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს, სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას არ მიიღებს.

კითხვაზე, არის თუ არა შანსი, ვლადიმერ პუტინი სტამბოლში ჩავიდეს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა – „არა“.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთის დელეგაციის დონე ბუტაფორულს ჰგავს.

„იყო სიგნალები პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. უკრაინულმა მხარემ დაადასტურა ეს დღესაც აქ. რაც შეეხება ჩვენს დონეს, ჩვენი დელეგაცია უმაღლესი დონით არის წარმოდგენილი – საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩემი ოფისი, სამხედროები, ჩვენი დაზვერვის წარმომადგენლები, რომ მივიღოთ ნებისმიერი გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლიათ, სამართლიან მშვიდობამდე მიგვიყვანოს.

რუსების დონე ჩემთვის ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა იქიდან, რასაც ვხედავთ, ის უფრო ბუტაფორულ დონეს ჰგავს. მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მივიღებთ. უნდა გავიგოთ, როგორი მანდატი აქვს რუსეთის დელეგაციას, შეუძლიათ თუ არა მათ რამე გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ყველასთვის ცნობილია, ვინ იღებს რუსეთში გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებებზე წინსვლა თუ იქნება, შესაძლოა, 16 მაისს თურქეთში მოლაპარაკებებზე ჩავიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები