აგარაში, კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა, აგარაში კულტურის სახლის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს,”- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. 
მათივე ცნობით, ასევე შეხვდნენ საპროექტო და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ადგილზე განიხილეს პროექტისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
“ამ ეტაპისთვის განხორციელებულია სახურავის, წიბოვანი ფილების, შეკიდული ჭერის დემონტაჟი და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები საძირკვლების მოსაწყობად და არსებული შენობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის სრული რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია (მიშენება).
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს სამშენებლო კომპანია მაქსიმო,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები