ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში „ჭადრების ბაღის“ ძველი ზრდის ხეების შენარჩუნების კონცეფცია და პროექტი მომზადდება, ქალაქში მწვანე სივრცის მოვლა-პატრონობისთვის პრაქტიკული ღონისძიებები განხორციელდება
“ქალაქ ოზურგეთში, „ჭადრების ბაღის“ ძველი ზრდის ხეების შენარჩუნების კონცეფცია და დეტალური პროექტი მომზადდება, გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები მწვანე სივრცის მოვლა-პატრონობისთვის,” – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.
ოზურგეთის მერის თქმით, პროექტი საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 94 620 ლარს შეადგენს.
„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა(GIZ) და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთში „ჭადრების ბაღის“ ძველი ზრდის ხეების შენარჩუნების კონცეფციის და დეტალური პროექტის მომზადება, მწვანე სივრცის მოვლა-პატრონობისთვის პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკოსაგანმანათლებლო ლექციების ჩატარების ხელშეწყობა“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.