“ყველამ იცოდეს, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც კანონებით იმართება” – ირაკლი ზარქუა

“ყველამ იცოდეს, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, რომელიც კანონებით იმართება, შესაბამისად, როცა კანონის მოთხოვნაა და მას არღვევ, რეაგირება იქნება, გვარამია და მელია ძალით „უშიშარი მებრძოლები “არიან. მათი მუქარები გვახსოვს, რომ გირაოს არ გადაიხდიდნენ, თუმცა გადაიხადეს, თქვეს, პარლამენტში არ შემოვალთ და 2020-ის მოწვევის დროს ძლივს გავაგდეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„თავის მიმდევარს გადაახდევინებენ და იტყვიან, მე კი არა, იმან გადაიხადაო. სინამდვილეში იციან, რომ გირაოს გადახდა მოუწევთ, რადგან მშიშრები არიან. ეს იქიდან გამოჩნდა, რომ ახალგაზრდები გააბრიყვეს და თავად ჩირგვებში არიან. ახალგაზრდებს ვაფრთხილებდით, რომ ამათთვის თავი არ გამოეყენებინათ. თავად დაკავებულები არიან და მათ შორის რომელიმე ლიდერს ხედავ? – ამათი წესია, სხვები გამოიყენონ და თავად თბილად იყვნენ“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები