შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასა და საპარლამენტო საქმიანობას.
დუნია მიატოვიჩმა აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და მისი, შესაძლებლობების ფარგლებში, მზად არის, გაუწიოს დახმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. შალვა პაპუაშვილმა კომისარს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები