15 წლის გოგონაზე, რომელიც ბათუმში კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, სექსუალურად ძალადობდნენ და აშანტაჟებდნენ – დანაშაულის დეტალები

მამაკაცი, რომელიც 15 წლის მოზარდზე სექსუალურად ძალადობდა, 22 წლისაა – შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის უკვე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირს იძულებით ამყარებდა. გოგონამ სისტემატურ მუქარას, შანტაჟსა და დამცირებას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოზარდი მრავალსართულიანი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტა. ის ჯერ მერვე სართულის აივნის სახურავს, შემდეგ კი ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილს დაეცა.

გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები ჰყვებიან, რომ გოგონა შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა. განცდილი სტრესის გამო, ის სავარაუდოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო, რამაც არასრულწლოვანს სუიციდისკენ უბიძგა.

მოზარდი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ის ოპერაციის ჩატარებამდე გარდაიცვალა. კლინიკაში შეყვანის მომენტში პაციენტს მოტეხილობებთან ერთად შინაგანი ორგანოების დაზიანებები აღენიშნებოდა.

დაკავებულს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. საგამოძიებო ორგანომ განცხადებაც გაავრცელა, სადაც დანაშაულის დეტალებზეა საუბარი. მედიასთან კომუნიკაცია არ სურთ დაკავებულის ადვოკატებს.

22 წლამდე მამაკაცს თვითმკვლელობამდე მიყვანის და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით გაასამართლებენ. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები