დავით ზალკალიანი: პრეზიდენტის ვიზიტზე საგარეო უწყებაში საუბარი არ ყოფილა

     საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე წასვლის სურვილი გამოთქვა, მისი ამერიკაში ვიზიტის ორგანიზება საკუთარ მრჩეველს თენგიზ ფხალაძეს დაავალა, ფხალაძემ კი ვიზიტის დაგეგმვის მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.
ზალკალიანის თქმით, გაეროს 69-ე სესიაზე პრეზიდენტის ვიზიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბარი არ ყოფილა. მისივე განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მუშაობს.
“თუ ინტრიგას ეძებთ, მინდა გაგიქარწყლოთ. არანაირი ინტრიგა იმაში, რომ მე და თენგიზ ფხალაძეს ურთიერთობა გვაქვს არ არის, ის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს ხელმძღვანელობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ”, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები