რამაზ საყვარელიძე: არა მგონია, პრეზიდენტი ამაზე წავიდეს

    როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს ყველა მაღალი რანგის პიროვნება ერთდროულად ტოვებდა ქვეყანას, მსოფლიო საქართველოს ძალიან ცუდი თვალით უყურებდა.
მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა დარჩეს გადაწყვეტილების მიმღები პიროვნება და ფიქრობს, რომ პრეზიდენტი საკითხს სწორედ ამ თვალით შეხედავს.
„თუ კონსტიტუცია ცუდად არის გაწერილი, იმის შესახებ, ვის რა ფუნქცია აქვს, მაშინ ანალოგიური კონფლიქტები პოლიტიკურ არენაზე მუდმივად იქნება. პრეზიდენტს აქვს შესანიშნავი ვიზიტი ნატოს სამიტზე, პრემიერს კი გაეროში, სადღაც პრემიერს ექნება, სადღაც პრეზიდენტს. მე არ მგონია ამ ნაბიჯზე წავიდეს პრეზიდენტი ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ გვახსოვს, რომ მსოფლიო ძალიან ცუდი თვალით გვიყურებდა იმ პერიოდში, როცა საქართველოდან „ჩემოდნებს“ კრავდა და მიდიოდა ყველა გადაწყვეტილების მიმღები პირი. მე მგონი ამ თვალით არ შეუხედავს პრეზიდენტს ამ საკითხისთვის. ვფიქრობ, ვითარება დარეგულირდება“, – განაცხადა საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები