მაია ფანჯიკიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას

დავით სერგეენკომ სერიოზული ინფორმაცია ჩამოიტანა უკრაინიდან და ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. რაც შეეხება რიტორიკას, მინისტრის თქმით, არ არსებობს არც ერთი განცხადება საქართველოს პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტის, თუ მინისტრთა კაბინეტის წევრების მხრიდან, რომელშიც ძალიან მკაფიოდ არ იყოს დაფიქსირებული საქართველოს პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში.
“საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. გმობს ყირიმის ანექსიას და იმ საომარ მოქმედებებს, რომელიც ხორციელდება ქვეყნის აღმოსავლეთში და მას აძლევს რუსეთის მხრიდან აგრესიის კვალიფიკაციას. არ ყოფილა არც ერთი განცხადება, რომელშიც არ ყოფილიყო მკაცრად შეფასება მიმდინარე მოვლენებისა და ჩვენი განცხადებები არის აბსოლუტურ თანხვედრაში ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა პარტნიორების განცხადებებთან”, – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები