პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ თბილისში გაიხსნება
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ გაიხსნება. სესია თბილისში, რუსთაველის #8-ში ბიუროს სხდომით გაიხსნება. ბიუროს წევრები თბილისში, განახლებულ ბიუროს სხდომათა დარბაზში შეიკრიბებიან. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის განახლებულ შენობას პირადად დაათვალიერებინებს. კონსტიტუციაში რჩება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი ქალაქი ქუთაისია. საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილობრივად თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება კი, პარლამენტის რეგლამენტის იმ ჩანაწერს ეფუძნება, რომელიც გასვლითი საკომიტეტო სხდომების გამართვის შესაძლებლობას იძლევა.