„პრეზიდენტი აღარ არის უმაღლესი აღმასრულებელი ძალაუფლების მატარებელი ყოვლისშემძლე პირი“

პრეზიდენტი აღარ არის უმაღლესი აღმასრულებელი ძალაუფლების მატარებელი ყოვლისშემძლე პირი- – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ძალაუფლების გადანაწილება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სრულყოფილი განვითარებისათვის აუცილებელი იყო.
“დღეს საქართველოს პარლამენტი არის ჭეშმარიტი კანონმდებელი. შეტანილია, განიხილება და მტკიცდება საკანონმდებლო ინიციატივები. კომიტეტებში ტარდება მოსმენები და მინისტრებთან შეხვედრები მათი საქმიანობის მკაცრი განხილვის თანხლებით. ძველი, ნოტარიალური ტიპის საქმიანობა პარლამენტში ისტორიას ჩაბარდა. პრეზიდენტი აღარ არის უმაღლესი აღმასრულებელი ძალაუფლების მატარებელი ყოვლის შემძლე პირი. ძალაუფლების გადანაწილება აუცილებელი იყო საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სრულყოფილი განვითარებისათვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები