“ყველაზე რთული საკითხი, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ, სამთავრობო პირების დაუსჯელობის სინდრომის დაძლევაა“

ყველაზე რთული საკითხი, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ, არის სამთავრობო პირების დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სინანულით გამოთქვა, რომ მისი მთავრობის ოფიციალური პირებიც კი სახელმწიფოს ისე ეპყრობოდნენ, როგორც – საკუთრებას. “ყველაზე რთული საკითხი, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ, არის სამთავრობო პირების დაუსჯელობის სინდრომის დაძლევა. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა დიდი ნაწილი, ასევე ჩემი მთავრობის ოფიციალური პირებიც კი ეპყრობოდნენ სახელმწიფოს, როგორც საკუთრებას. ისინი ფლანგავდნენ ბიუჯეტს, იყენებდნენ თანამდებობრივ ძალაუფლებას პირადი მიზნებისათვის და აბუჩად იგდებდნენ თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა შეენარჩუნებინათ ძალაუფლება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თანამდებობის პირები იქცეოდნენ ისე, თითქოს კანონი მათზე არ ვრცელდება. ეს აღარასოდეს უნდა გამეორდეს, დამნაშავენი კი ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის წინაშე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები