ლეგენდარული მფრინავის, ჯიმშერ მაისურაძის მშობლიურ სოფელ გიორგეთში სოფლის დღეობა „ჯიმშერობა” აღნიშნა 

ჯიმშერ მაისურაძის მშობლიურ სოფელ გიორგეთში სოფლის დღეობა „ჯიმშერობა” აღნიშნა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ლეგენდარული მფრინავის საფლავი მოინახულეს და გვირგვინით შეამკეს. აღნიშნულ დღეობასთან დაკავშირებით ასევე გაიმართა სხვადასხვა სპორტული აქტივობები მინი ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ქართველი მფრინავი ჯიმი მაისურაძე, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. „ჯიმშერობა” სოფელ გიორგეთში ტრადიციულად ყოველ წელიწადს აღინიშნება და მას ორგანიზებას სოფლის ხელმძღვანელობა და ა(ა)იპ ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრი უწევს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები