გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ვეჯინში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა – ზურაბ უტიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილსა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს რამაზ ქიტიაშვილთან ერთად, სოფელ ვეჯინში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
ამ დროისთვის, სოფელ ვეჯინში ორი შიდა საუბნო გზის – ე.წ. „სიბაანთ უბნისა“ და ე.წ. „ტოპრაკაანთ უბნების“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ორივე პროექტი რეგიონებში განსახოციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ჯამში 1 500 536 ლარით ფინანსდება. სოფელ ვეჯინში ასევე მიმდინარეობს მინი სპორტული მოედნის მოწყობაც, რომელზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 111 ლარი იხარჯება.