გორში, ნადირაძისა და გვერწითელის ქუჩების მიმდებარედ სპორტული მოედანი მოეწყობა
ნადირაძისა და გვერწითელის ქუჩების მიმდებარედ სპორტული მოედანი მოეწყობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“პროექტის სავარაუდო ღირებულება 78 355 ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს.
ხელოვნურ საფარიან კომბინირებულ მოედანზე მოეწყობა ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის სათამაშო ინფრასტრუქტურა. პროექტის მიხედვით, იგეგმება ასევე გარე განათების მოწყობა და მოედნის შემოღობვა ლითონის ბადით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.