გიორგი მარგველაშვილი NDI-ის კვლევებს აფასებს

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NDI-ის კვლევებს აფასებს. როგორც მარგველაშვილმა “მოამბეს” განუცხადა, ის მისი და თბილისის მერის დავით ნარმანიას რეიტინგის ზრდას არჩევითი ფიგურების მიმართ საზოგადოების ინტერესით ხსნის. “ვნახე, რომ კვლევის მონაცემებით, დავით ნარმანიას და ჩემი რეტინგი გაზრდილია. ალბათ, ქართული საზოგადოების დაინტერსება არჩევითი ფიგურების მიმართ, მათ მიმართ, ვისაც პირდაპირ ირჩევს და პირდაპირ პასუხისმგებელია ამომრჩევლის მიმართ, სწორედ ეს აერთიანებს ჩემსა და ნარმანიას ფიგურებს. შესაძლოა, ეს ინტერესი ამით იყოს განპირობებული”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. NDI-ის კვლევებში, ყველა პოლიტიკოსის რეიტინგი წინა კვლევებთან შედარებით შემცირებულია, გარდა გიორგი მარგველაშვილის და დავით ნარმანიასი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები