„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიხეილ სააკაშვილს თურქეთის ტერიტორიაზე შეხვდებიან

   „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თურქეთის ტერიტორიაზე შეხვდებიან – ამის შესახებ „კვირას“ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა. ვაშაძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტთან შეხვედრას პარტიის 10-მდე წევრი, მათ შორის ლევან ბეჟაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, აკაკი ბობოხიძე, ზაზა ბიბილაშვილი და გოგა ხაჩიძე დაესწრებიან. გიორგი ვაშაძემ შეხვედრის ადგილი არ დააკონკრეტა და მხოლოდ ის განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საქართველოში დღესვე დაბრუნდებიანო.
“შეხვედრაზე ბევრ საკითხს განვიხილავთ – რა ხდება საქართველოში, რა ხდება უკრაინაში. საქართველოს გარშემო გეოპოლიტიკური სიტუაცია სერიოზულად იცვლება, რა პოზიცია აქვს საქართველოს ამ ვითარებაში. ასევე განვიხილავთ უკრაინის მოვლენებს და ა.შ… ასევე ვიმსჯელებთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს უკრაინასთან მიმართებაში. დღეს უკრაინაში ხდება ის, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა. ამიტომ საქართველოს სწორი პოზიცია უნდა ჰქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები