მოწმე: სუფ­რა­ზე ყოფ­ნი­სას რენატა შალ­ვას აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას და აგი­ნებ­და დე­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით

მე­უღ­ლის მი­მართ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბული შალ­ვა იაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

“ინტერპრესნიუსი” ერთ-ერთი მოწ­მის, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის მე­გობ­რის მე­უღ­ლის ჩვენე­ბას ასაჯაროებს, სადაც დეტალურადაა მომხდარი აღწერილი.

მოწმის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ შემ­თხვე­ვის დღეს რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლი ძლი­ე­რი ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­უღ­ლეს აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რის შემ­დე­გად, მოწ­მის ჩვე­ნე­ბით­ვე, ბე­გი­აშ­ვილ­მა შალ­ვა იაშ­ვი­ლის და­ნით მოკ­ვლა სცა­და.

“2023 წლის 22 აპ­რილს ჩემ­მა მე­უღ­ლემ მ.გ-მ, მი­თხრა, რომ მისი მე­გობ­რის რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლის შალ­ვა (შაკო) იაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ქა­ლაქ თბი­ლი­სი, სო­ფელ ტა­ბახ­მე­ლა­ში აპი­რებ­დნენ მე­გობ­რე­ბი შეკ­რე­ბას და სა­ღა­მოს ერ­თად გა­ტა­რე­ბას. მე­უღ­ლემ მთხო­ვა მას­თან ერ­თად მეც წავ­სუ­ლი­ყა­ვი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა სა­ღა­მო, რა­ზეც და­ვე­თან­ხმე. და­ახ­ლო­ე­ბით, 15:00 სა­ათ­ზე სა­ბურ­თა­ლო­ზე შევ­ხვდით ჩემი მე­უღ­ლის მე­გო­ბარს ა.ვ-ს, რო­მე­ლიც ავ­ტო­მან­ქა­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და და ტა­ბახ­მე­ლა­ში ჩვენ­თან ერ­თად მო­დი­ო­და. რო­დე­საც ა.ვ-ს ავ­ტო­მან­ქა­ნით მივ­დი­ო­დით, ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ჩემი მე­უღ­ლის მე­გო­ბარ ა.მ-ს და მის მე­უღ­ლე ნ.ნ-ს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ტა­ბახ­მე­ლა­ში მო­დი­ოდ­ნენ. ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ წა­ვი­ღებ­დით ღვი­ნო­სა და ლუდს. გზა­ში მე შე­ვი­ძი­ნე ღვი­ნო და 2.5 ლიტ­რი ლუდი. ჩვენ მი­ვე­დით შალ­ვას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, სა­დაც დაგ­ვხვდნენ ჩემი მე­უღ­ლის მე­გო­ბა­რი რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლი, მისი მე­უღ­ლე შალ­ვა იაშ­ვი­ლი, მათი შვი­ლი სან­დრა, რო­მე­ლიც არის 8 წლის. ასე­ვე, მო­ვიდ­ნენ ა.მ და მისი მე­უღ­ლე ნ.ნ, რომ­ლებ­მაც ასე­ვე მო­იყ­ვა­ნეს მათი შვი­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით, 7 წლის ბიჭი და 5 წლის გოგო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­ვი­ერ­თდა შალ­ვას მე­ზო­ბე­ლი.

სახ­ლში ქალ­ბა­ტო­ნებ­მა და­ი­წყეს საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბა, სუფ­რის გამ­ზა­დე­ბა, რა დრო­საც რე­ნა­ტა მი­ირ­თმევ­და ჩემ მიერ მი­ტა­ნილ ლუდ­სა და ღვი­ნოს. მა­მა­კა­ცებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, გავ­სუ­ლი­ყა­ვით სამ­წვა­დის სა­ყიდ­ლად. მე, შალ­ვა და ნ.ნ. ნ-ს ავ­ტო­მან­ქა­ნით წა­ვე­დით ლუ­დის სა­ყიდ­ლად. რო­დე­საც მივ­დი­ო­დით, რე­ნა­ტამ გვი­თხრა კი­დევ გვე­ყი­და ლუდი, ვი­ნა­ი­დან ჩემი მი­ტა­ნი­ლი ლუდი და­ლია და აღარ იყო. ჩვენ ტა­ბახ­მე­ლა­ში მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ძი­ნეთ სამ­წვა­დე და 6 ლიტ­რი ლუდი, რომ­ლე­ბიც მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო 3 ცალ 2-ლიტ­რი­ან ბოთ­ლში. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მა­მა­კა­ცებ­მა და­ვი­წყეთ მწვა­დის შეწ­ვა. ასე­ვე, მსურ­და ლუ­დის მი­ღე­ბაც, მაგ­რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ 6 ლიტ­რი ლუ­დი­დან 4 ლიტრ ლუდს ჰქონ­და მჟა­ვე გემო და სა­ვა­რა­უ­დოდ, ვადა ჰქონ­და გა­სუ­ლი. რე­ნა­ტამ შალ­ვას მოს­თხო­ვა წა­სუ­ლი­ყო მა­ღა­ზი­ა­ში და გა­მო­ეც­ვა­ლა ლუდი, რა­ზე­დაც შალ­ვამ უპა­სუ­ხა, რომ მას მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და მცი­რე ოდე­ნო­ბით ალ­კოჰო­ლი, ვერ დაჯ­დე­ბო­და სა­ჭეს­თან და ვერ წა­ვი­დო­და, რა­ზე­დაც რე­ნა­ტა გახ­და აგ­რე­სი­უ­ლი და შალ­ვას და­უ­წყო სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა. შალ­ვა მას არ პა­სუ­ხობ­და და ით­მენ­და მის სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. რე­ნა­ტა იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და და ითხოვ­და შალ­ვა წა­სუ­ლი­ყო ლუ­დის მო­სა­ტა­ნად, გო­გო­ნებ­მა რე­ნა­ტას უთხრეს რომ ისი­ნი წა­ვი­დოდ­ნენ ლუ­დის მო­სა­ტა­ნად, მაგ­რამ რე­ნა­ტა კა­ტე­გო­რი­უ­ლად ითხოვ­და შალ­ვა წა­სუ­ლი­ყო ლუ­დის მო­სა­ტა­ნად.

ჩემი მე­უღ­ლე, ა.მ. და ა.ვ. მარ­ტო მან­ქა­ნით წა­ვიდ­ნენ ლუ­დის მო­სა­ტა­ნად და მო­ი­ტა­ნეს 3 ლიტ­რი ლუდი. შემ­დეგ დავ­სხე­დით სახ­ლის პირ­ველ სარ­თულ­ზე სუფ­რას­თან. აქვე გან­ვმარ­ტავ, რომ შალ­ვას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი შედ­გე­ბა 3 სარ­თუ­ლის­გან. სუფ­რას­თან ყოფ­ნი­სას ღვი­ნოს მი­ირ­თმევ­დნენ შალ­ვა, ნ., ჩემი მე­უღ­ლე ა.ვ. და ა.მ. ხოლო რე­ნა­ტა მი­ირ­თმევ­და ლუდს. მის გარ­და ლუდს არა­ვინ სვამ­და. ის ლუდს მი­ირ­თმევ­და ბოთ­ლი­დან და სას­მის­შიც არ ას­ხამ­და. ხოლო მე ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი არ მი­მი­ღია.

სუფ­რა­ზე ყოფ­ნი­სას რე­ნა­ტა შალ­ვას მი­მართ გა­მო­ხა­ტავ­და აგ­რე­სი­ას, იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი რა­ტომ მი­ირ­თვა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი, რის გა­მოც ვერ დაჯ­და სა­ჭეს­თან და ვერ მო­უ­ტა­ნა ლუდი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გო­გო­ნებ­მა მას მო­უ­ტა­ნეს ლუდი, ის მა­ინც აგ­რე­სი­უ­ლი იყო შალ­ვას მი­მართ. ჩვენ პირ­ველ სარ­თულ­ზე სუფ­რას­თან დავ­სხე­დით, ხოლო ბავ­შვე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მე­ო­რე სარ­თულ­ზე და ვი­დე­ო­თა­მა­შებს თა­მა­შობ­დნენ.

სუფ­რას­თან ყოფ­ნი­სას რე­ნა­ტა შალ­ვას მი­მართ ისევ აგ­რე­სი­უ­ლი იყო, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და იმა­ში, რომ სუფ­რა­ზე ყოფ­ნი­სას შალ­ვას აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას და აგი­ნებ­და დე­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით. შალ­ვა რე­ნა­ტას შე­უ­რა­ცხყო­ფას ით­მენ­და და არ პა­სუ­ხობ­და. რო­დე­საც შალ­ვა რა­მეს იტყო­და, თუნ­დაც ისეთს, რაც რე­ნა­ტას არ ეხე­ბო­და, აგ­რე­სი­უ­ლად პა­სუ­ხობ­და რე­ნა­ტა, ეუბ­ნე­ბო­და – გა­ჩუ­მე­ბუ­ლი­ყო და აგი­ნებ­და დე­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ერთ მო­მენ­ტში რე­ნა­ტამ სი­გა­რე­ტი, რო­მელ­საც ეწე­ო­და, ეს­რო­და შალ­ვას. ასე­ვე, სურ­და მა­გი­დის ამოტ­რი­ა­ლე­ბა, რო­მელ­თა­ნაც ვის­ხე­დით, მაგ­რამ ა.მ-მ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. რე­ნა­ტას შე­უ­რა­ცხყო­ფას შალ­ვა ით­მენ­და, პა­სუხს არ სცემ­და და მის მი­მართ აგ­რე­სი­ა­საც არ გა­მო­ხა­ტავ­და. რე­ნა­ტა იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და შალ­ვას მი­მართ, ჩვენ უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცია შეგ­ვექ­მნა და გა­მოვ­თქვით სურ­ვი­ლი წავ­სუ­ლი­ყა­ვით შალ­ვას სახ­ლი­დან. მაგ­რამ გო­გო­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რე­ნა­ტა იმ­დე­ნად ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი იყო შალ­ვას მი­მართ, რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვით, შე­საძ­ლოა მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი მომ­ხდა­რი­ყო, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს ცოტა ხნით გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით. გო­გო­ნე­ბი რე­ნა­ტას მი­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სუფ­რის და­ლა­გე­ბა­ში და იქ­ნებ ცოტა ხანს და­წყნა­რე­ბუ­ლი­ყო. რე­ნა­ტა ისევ მი­ირ­თმევ­და ლუდს, ის უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და ძლი­ერ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და შალ­ვას უფრო აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. შალ­ვა ადგა სუფ­რი­დან, გა­ე­რი­და რე­ნა­ტას და ავი­და სახ­ლის მე­სა­მე სარ­თულ­ზე, რო­მელ­შიც გან­თავ­სე­ბუ­ლი აქვს მუ­სი­კა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა. შალ­ვა არის დი­ჯეი და მე­სა­მე სარ­თუ­ლი გა­წყო­ბი­ლი აქვს კლუ­ბუ­რად, ასე­ვე გა­ნა­თე­ბაც აქვს კლუ­ბუ­რად. შე­სა­ბა­მი­სად, ოთახ­ში არ არის ისე­თი ძლი­ე­რი გა­ნა­თე­ბა, რო­გორც სხვა ოთა­ხებ­ში.

მე­სა­მე სარ­თულ­ზე ავე­დი მეც და შალ­ვას მი­ვეხ­მა­რე მუ­სი­კა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რის ჩარ­თვა­ში. შალ­ვას სურ­და, ჩა­ერ­თო მუ­სი­კა, იქ­ნებ რე­ნა­ტას მუ­სი­კით გა­და­ე­ტა­ნა აგ­რე­სია და ჩვენც გავ­რთო­ბი­ლი­ყა­ვით. მუ­სი­კის ჩარ­თვი­სას, მე­სა­მე სარ­თულ­ზე ამო­ვიდ­ნენ რე­ნა­ტა, ჩემი მე­უღ­ლე, ა.მ, მისი მე­უღ­ლე ნ.ნ და ა.ვ. მათი ამოს­ვლის შემ­დეგ სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად ჩა­ვე­დი პირ­ველ სარ­თულ­ზე, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და შალ­ვას მე­ზო­ბე­ლი ნ. და­ახ­ლო­ე­ბით, 5 წუთ­ში მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მო­ვი­და ა.ვ. სურ­და ყი­ნუ­ლი და გვი­თხრა რე­ნა­ტას და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და თვა­ლი და რომ მე­სა­მე სარ­თულ­ზე ერთი ამ­ბა­ვი იყო და დახ­მა­რე­ბა გვთხო­ვა. რო­დე­საც ოთახ­ში შე­ვე­დი, რე­ნა­ტა იწვა ია­ტაკ­ზე. მას აკა­ვებ­დნენ ჩემი მე­უღ­ლე და ა.მ. რე­ნა­ტა იყო ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი, ჰქონ­და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა, ყვი­რო­და, აგი­ნებ­და შალ­ვას, აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, ემუქ­რე­ბო­და მოკ­ვლით, იწევ­და მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ითხოვ­და გა­ეშ­ვათ და მი­ე­ცათ შალ­ვას­თან მი­ახ­ლო­ე­ბის უფ­ლე­ბა. და­ვი­ნა­ხე, რომ რე­ნა­ტას მარ­ჯვე­ნა თვა­ლის არე­ში ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბა. შალ­ვამ მი­თხრა, რე­ნა­ტამ მა­გი­და ამი­ყი­რა­ვაო, რო­მელ­ზეც გან­თავ­სე­ბუ­ლი ჰქონ­და მუ­სი­კა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა. რე­ნა­ტას ჰქონ­და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა, იყო ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი, სურ­და მი­ე­ღო თვით­და­ზი­ა­ნე­ბა. და­ვი­ნა­ხე რამ­დენ­ჯერ­მე თავი მი­არ­ტყა კე­დელს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის შე­ჩე­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ, ვერ ახერ­ხებ­დნენ.

რე­ნა­ტამ შეძ­ლო თა­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მი­ვი­და ოთახ­ში არ­სე­ბულ ბარ­თან, ბა­რი­დან აიღო დანა, ამ დროს შალ­ვა გა­სუ­ლი იყო ოთა­ხი­დან და კი­ბით ჩა­დი­ო­და დაბ­ლა სარ­თულ­ზე. რე­ნა­ტა და­ე­დევ­ნა შალ­ვას, რე­ნა­ტას და­ე­დევნნენ ა.მ და მისი მე­უღ­ლე ნ.ნ. მე გა­ვე­დი ოთა­ხი­დან, რა დრო­საც და­ვი­ნა­ხე მე­სა­მე და მე­ო­რე სარ­თულს შო­რის კი­ბე­ზე რე­ნა­ტა უკ­ნი­დან იყო შე­მოხ­ვე­უ­ლი შალ­ვას, მარ­ჯვე­ნა ხელ­ში ეჭი­რა დანა, ხოლო რე­ნა­ტას მარ­ჯვე­ნა ხელი, რო­მელ­შიც დანა ეჭი­რა და­ჭე­რი­ლი ჰქონ­და ა.მ-ს და მის მე­უღ­ლეს ნ.ნ-ს. რე­ნა­ტას არ აძ­ლევ­დნენ სა­შუ­ა­ლე­ბას, შალ­ვას­თვის და­ნით და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. რე­ნა­ტა ცდი­ლობ­და და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა და­ნით, ეძახ­და რომ მოკ­ლავ­და. რო­დე­საც შალ­ვას ემუქ­რე­ბო­და მოკ­ვლით, შალ­ვამ მას ჰკი­თხა თუ რის გამო კლავ­და. შალ­ვამ შეძ­ლო რე­ნა­ტას­გან თა­ვის დაღ­წე­ვა, ხოლო რე­ნა­ტა შე­ა­ჩე­რეს ა.მ-მ და მის­მა მე­უღ­ლემ ნ.ნ-მ. შალ­ვა რო­დე­საც შე­მობ­რუნ­და რე­ნა­ტას მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­შინ და­ი­ნა­ხა მისი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი თვა­ლი, გა­უკ­ვირ­და და ჰკი­თხა რა გჭირ­სო. შემ­დეგ შალ­ვა ჩა­ვი­და პირ­ველ სარ­თულ­ზე, გა­ვი­და ეზო­ში და გა­ე­რი­და რე­ნა­ტას. რე­ნა­ტა მე­ო­რე სარ­თულ­ზე ჩა­ვი­და, ოთახ­ში თა­ვი­დან მე არ შევ­სულ­ვარ. რო­გორც მახ­სოვს მას­თან ერ­თად შე­ვიდ­ნენ გო­გო­ნე­ბი. იმ ოთა­ხი­დან გა­ვი­გო­ნე მტვრე­ვის ხმა, რის შემ­დე­გაც შე­ვე­დი ოთახ­ში და და­ვი­ნა­ხე დამ­ტვრე­უ­ლი ჰქონ­და ოთახ­ში არ­სე­ბუ­ლი დიდი ზო­მის სარ­კე, ასე­ვე ამ­ტვრევ­და თუ რამე ნივ­თი იყო ოთახ­ში. ჩვენ ყვე­ლა­ნი ვცდი­ლობ­დით რე­ნა­ტას შე­ბოჭ­ვა­სა და შე­ჩე­რე­ბას. იყო მო­მენ­ტი ყვი­რი­ლი­თაც კი ვთხოვ­დით გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო და და­წყნა­რე­ბუ­ლი­ყო. იგი იმ­დე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი იყო, გა­მიჩ­ნდა შიში ჩვენ­თვი­საც არ მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა რა­ი­მე სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 წუთი გაგ­რძელ­და, რა დრო­საც, შალ­ვა იყო ხან სახ­ლის ეზო­ში, ხან სახ­ლში პირ­ველ სარ­თულ­ზე. ის ერი­დე­ბო­და რე­ნა­ტას და არ ამო­სუ­ლა მე­ო­რე სარ­თულ­ზე. ვი­ნა­ი­დან რე­ნა­ტას და­წყნა­რე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ­დით, შალ­ვას მე­ზო­ბელ­მა რე­ნა­ტას უთხრა, რომ და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში და მო­ვი­დოდ­ნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რის შემ­დე­გაც რე­ნა­ტა და­წყნარ­და და შევ­ძე­ლით მისი სახ­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნა”, – აცხა­დებს მოწ­მე ჩვე­ნე­ბა­ში.

მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლი მე­გობ­რებ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მათ შვი­ლებ­თან ერ­თად ჩა­ის­ვეს.

მოწ­ვის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, სახ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტრში, რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვილ­მა მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­დახ­ტო­მა სცა­და, ვი­ნა­ი­დან სახ­ლში ლუდი დარ­ჩა. მას ლუდი მი­უ­ტა­ნეს, რო­მელ­საც მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გზა­ში მი­ირ­თმევ­და.

ამა­ვე ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რე­ნა­ტამ მე­გო­ბარს პო­ლი­ცი­ა­ში მიყ­ვა­ნა სთხო­ვა, თუმ­ცა, უთხრა, რომ ჯერ მა­მის სახ­ლში მი­ეყ­ვა­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, მოწ­მე და მისი მე­უღ­ლე სახ­ლში ტაქ­სით წა­ვიდ­ნენ.

„რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, შალ­ვას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მე­სა­მე სარ­თულ­ზე ყოფ­ნი­სას, რო­დე­საც მე სი­გა­რე­ტის მო­სა­წე­ვად პირ­ველ სარ­თულ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, რე­ნა­ტას შალ­ვას დახ­რჩო­ბა უც­დია ჯაჭ­ვით. შალ­ვას მო­უ­ხერ­ხე­ბია მისი მო­შო­რე­ბა, რა დრო­საც რე­ნა­ტა დაბ­ლა და­ცე­მუ­ლა და დაბ­ლა და­ცე­მუ­ლი ურტყამ­და შალ­ვას ფე­ხებს. შალ­ვას და­უ­ჭე­რია რე­ნა­ტას ფეხი, რა დრო­საც მას გას­ძრო­ბია ჩექ­მა და შალ­ვას დარ­ჩა ხელ­ში, რო­მე­ლიც რე­ნა­ტას მი­მარ­თუ­ლე­ბით ის­რო­ლა და უთ­ქვამს თავი და­მა­ნე­ბეო. შალ­ვას ნას­რო­ლი ჩექ­მა რე­ნა­ტას მოხ­ვედ­რია მარ­ჯვე­ნა თვა­ლის არე­ში და მი­უ­ღია და­ზი­ა­ნე­ბა. რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, შალ­ვას არ ჰქო­ნია გან­ზრახ­ვა რე­ნა­ტას­თვის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა, რად­გან შალ­ვა ცდი­ლობ­და არ აჰ­ყო­ლო­და რე­ნა­ტას, ით­მენ­და მის შე­უ­რა­ცხყო­ფას და გი­ნე­ბებს. შალ­ვას რომ სდო­მე­ბო­და მის­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ცდი­ლობ­და რე­ნა­ტას გა­რი­დე­ბო­და და ით­მენ­და მის შე­უ­რა­ცხყო­ფებს…”, – გა­ნა­ცხა­და მოწ­მემ.

მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლი ალ­კოჰოლს ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს, ჰქონ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი და შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­შიც მკურ­ნა­ლობ­და.

მოწ­მის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მან და მის­მა მე­უღ­ლემ პო­ლი­ცი­ა­ში არ და­რე­კეს, რად­გან შალ­ვა იაშ­ვი­ლის მე­ზო­ბელ­მა თქვა, რომ მას ჰქონ­და და­რე­კი­ლი და ასე­ვე რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვილ­მაც უთხრა, რომ თვი­თონ აპი­რებ­და პო­ლი­ცი­ის­თვის მი­მარ­თვას.

ცნო­ბის­თვის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, 22 აპ­რილს, თბი­ლის­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე შალ­ვა იაშ­ვილ­მა მე­უღ­ლის, რე­ნა­ტა ბე­გი­აშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა დრო­საც სა­ხე­ზე მას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები