შალვა პაპუაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ხაზი გაესვა, საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურების მნიშვნელობას. ამ კუთხით, აღინიშნა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე იგეგმება ურშკა ზუპანჩიჩის ვიზიტი საქართველოში.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და მოლოდინებზე.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რუსეთის ომს უკრაინაში და მის ზეგავლენას საქართველოზე.

ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩის თქმით, სლოვენია მზად არის გაუზიაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილება და გააგრძელოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური  მისწრაფებების მხარდაჭერა.

შეხვედრა შედგა ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები