approdonews.it: საქართველოს ახალი მთავრობა რეფორმების გზას ადგას

იტალიური გამოცემა approdonews.it საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. “კვირა” აღნიშნული სტატიის თარგმანს გთავაზობთ:
“საქართველოს სურს ხელი შეუწყოს მშვიდობის ქარს, პაპი ფრანცისკო მსოფლიოს იარაღის გამოყენების შეჩერებისკენ მოუწოდებს… პაპი ფრანცისკოს მიმართვამ, მთელ მსოფლიოში სხვადასხვა საომარი მოქმედებების იარაღის გამოყენების “შეჩერებაზე”, გაგვახსენა 2008 წლის ნაღვლიანი დღეები, რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი. ეს ისტორიკოსების, გეოპოლიტიკის მეცნიერების და მნიშვნელოვანი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებაა. მაგრამ ეს უტყუარ ფაქტად რჩება. საერთაშორისო დიპლომატიის და, დასავლეთის ქვეყნების მთავრობების გვერდში დგომით მოხდა ის, რომ თავიდან იქნა აცილებული არსებული დაძაბულობის კიდევ უფრო დამძიმება, რომელსაც შეეძლო ისეთი გაუთვალისწინებელი შედეგების გამოწვევა, რაც შეცვლიდა გეოპოლიტიკურ წონასწორობას არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ეკონომიური ურთიერთობების მთელ სისტემაში აღმოსავლეთსა და დასვლეთ შორის.
შეერთებულ შტატებს ერთი ნაბიჯი აშორებდა კონფლიქტში ჩართვისაგან შავ ზღვაში, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვიტეს თავი შეეკავებინათ ასეთი ქმედებებისაგან სააკაშვილის მთავრობის სასარგებლოდ. საქართველომ ამ კონფლიქტის შედეგად დაკარგა ორი მნიშვნელოვანი რეგიონი: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, იმ დროისათვის თვითგამოცხადებული სახელმწიფოები, რომლებიც დღემდე საერთაშორისო თანამეგობრობის არცერთ ქვეყანას, გარდა პუტინის რუსეთისა, არ უღიარებია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
იმ დროისათვის საქართველოში ახალი მომხდარი იყო “ვარდების რევოლუცია” მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც წარმოაჩინა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების სურვილი. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურმა პარტიამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში გაიმარჯვა. მმართველობის პირველ პერიოდში მან განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები. მათ შორის პოლიციის რეფორმა, რომელმაც საქართველო აიყვანა პროგრესული ერების დონეზე. სააკაშვილის ხელმეორედ არჩევის შემდეგ ქვეყანა შევიდა სუსტ ფაზაში, რაც გამოწვეული იყო მთავრობის მიერაც, რომელმაც, მნიშვნელოვანი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებით, რეალობის შეგრძნება და ხალხთან ყოველგვარი კონტაქტი დაკარგა. ამან გამოიწვია გამოსვლები, გაფიცვები და სახალხო პროტესტი. სრულიად დასუსტებული ოპოზიცია, დაყოფილი დანაწევრებული იყო სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებად, რომლებსაც არ ჰქონდათ ურთიერთშეთანხმების უნარი.
ამ ერთმანეთისაგან შორს მყოფი პარტიების გაერთიანება და ახალი კოალიციის „ქართული ოცნება” დაარსება შეძლო მილიარდერმა და ფილანტროპმა ბიძინა ივანიშვილმა. მან თამამი არჩევანით, დასაბამი მისცა ძლიერ კოალიციას და შეძლო სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშo გამარჯვების მოპოვება. ბიძინა ივანიშვილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ინოვაციური და დროული გადაწყვეტილების შედეგად, რამდენიმე თვის შემდეგ, მთავრობის მართვა მიანდო “ქართული ოცნების” ახალგაზრდა ლიდერს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც იქამდე იყო შესანიშნავი შინაგან საქმეთა მინისტრი. მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის მძიმე ბრალდებები დასავლეთის პოლიტიკური ხაზიდან ქვეყნის დაშორების შესახებ, რომელსაც აქამდე ერთგულად მისდევდა საქართველო.
კრიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ ფაქტებით არის გაბათილებული, ამის ყველაზე მნიშვნელოვანი დასტურია, რამდენიმე კვირის წინ, 2014 წლის 27 ივნისის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. აღნიშნული კიდევ ერთი გამოვლინებაა იმ დიდი პოლიტიკური და ინსტიტუციონალური პასუხისმგებლობისა, გაცხადებული და სანქცირებული, ყოველგვარი დამტკიცების, გამოცდის, დაშინებისა და რეპრესიების გარეშე, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება და ლეგიტიმური სურვილია გახდეს ნატოს წევრი. ეს ის პრიორიტეტია, რომელმაც ქართველების ნდობა გააძლიერა ახალი მთავრობის მიმართ, რომელიც ამჟამად ადგას რეფორმების გზას, რაც გამოიხატება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების რეორგანიზაციაში, ადამიანის უფლებების და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პატივისცემაში. ეს მაგალითი მოდის კავკასიის პატარა ერიდან, რეგიონიდან, რომელიც დღეს დიდი საერთაშორისო დაძაბულობის ცენტრია.
ეს არის უთანხმოების ზონა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, დიდი მნიშვნელობის მქონე სტრატეგიული ტერიტორიის კონტროლზე. საუკეთესო გადაწყვეტილება არის ურთიერთგაგება და დიალოგი: ასე უნდა იყოს აგრეთვე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთშიც. სამწუხაროდ, ისტორიულმა დაპირისპირებამ ისრაელსა და პალესტინას შორის, ვერაფერი გვასწავლა. სამხედრო დაპირისპირებამ მხოლოდ ნგრევა და სიკვდილიანობა გამოიწვია. დროა, რომ მსოფლიომ, დიდმა ერებმა, იგივე ევროპამ, მოუხმოს კეთილგონიერებას. საქართველოს ახალი დაპირისპირებები კი არ სურს, არამედ სურს ხელი შეუწყოს და გააძლიეროს მშვიდობა. მისი მთავარი მიზანი ტერიტორიული გაერთიანებაა, სხვებთან მტრობის გარეშე, ასევე – რეგიონში წონასწორობის კონსოლიდაციაა ევროპასთან ინტეგრაციასთან ერთად, იმ ევროპასთან, რომელმაც 1992 წელს პირველად აღიარა, როგორც დამოუკედებელი სახელმწიფო”, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები