რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 166-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები