ჩვენ მზად ვართ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პარტნიორებმა უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი.
„მე ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. განვიხილეთ თურქეთში შეხვედრის ძირითადი დეტალები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ომის დასრულებას. მადლობელი ვარ მისი მხარდაჭერისა და მზადყოფნისთვის, ხელი შეუწყოს დიპლომატიას უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვიზიარებთ საერთო შეხედულებას ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ.
ასევე აუცილებელია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი. ჩვენ მზად ვართ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპაში გავაგრძელოთ ერთად მუშაობა უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების უზრუნველსაყოფად. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიქნებით შეერთებულ შტატებთან.
პრეზიდენტი ერდოღანი და მე შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – წერს ზელენსკი X-ზე.