შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან, ხასან ხალილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ხასან ხალილსა და მის გუნდს საქართველოს მხარდაჭერისა და ბავშვთა უფლებათა საკითხებზე გაწეული საქმიანობისთვის. ხასან ხალილმა დადებითად შეაფასა გაეროს ბავშვთა ფონდის მრავალწლიანი თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ,,ბავშვის უფლებათა” კოდექსი ძალიან დიდი მიღწევაა და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ჩართულობა აღნიშნული კოდექსის განხორციელების ზედამხედველობაში. შალვა პაპუაშვილმა წარმატება უსურვა ხასან ხალილს მის შემდგომ საქმიანობაში და UNICEF-თან თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.