ინგუშეთში, მალგობეკის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს სამი პოლიციელი დაიღუპა, 8 დაიჭრა.
რეგიონის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ წინა ღამეს სოფელ ზიაზიკოვ-იურტში უსაფრთხოების ძალებმა ბოევიკების ჯგუფი შეამჩნიეს და მათი დაკავება სცადეს. თუმცა, საპასუხოდ, ძალოვანებს ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს.
ამასთან, ბოევიკების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.