იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან პალესტინელებსა და პოლიციას შორის შეტაკების ფონზე, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გვიან ღამით 9 რაკეტა იყო გაშვებული.
9tv.co-ს ინფორმაციით, მათი ნაწილის მოგერიება ვერ მოხერხდა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ღაზას სექტორის მოსაზღვრე რიგ დასახლებებში საჰაერო განგაშის სისტემები ამოქმედდა.
რაც შეეხება შეტაკებას, რომელიც დაბომბვას უძღოდა, პოლიციამ მასში მონაწილე 400-მდე პირი დააკავა.
პალესტინის “წითელი ნახევარმთვარის” განცხადებით, პოლიციამ მანათობელი ხელყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც 7 პალესტინელი დაშავდა.
ისრაელის პოლიციაში განმარტავენ, რომ იძულებულები გახდნენ, მეჩეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ, სადაც პიროტექნიკით, ჯოხებითა და ქვებით აღჭურვილი ნიღბიანი აგიტატორები იყვნენ გამაგრებული.