ევროპის საბჭომ ესპანეთისა და პორტუგალიის ელექტროსისტემებზე კიბერშეტევის მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა

ევროკავშირს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის გათიშვა შესაძლოა კიბერშეტევის შედეგი ყოფილიყო, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანეთის ბევრ რაიონში 12:30 საათიდან მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა. ესპანეთის ეროვნულმა კრიპტოლოგიურმა ცენტრმა (CCN) განაცხადა, რომ იძიებს, იყო თუ არა ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა კიბერშეტევის შედეგი.

„ორივე ქვეყნის ელექტროქსელის ოპერატორები მიზეზის დასადგენად და ელექტროენერგიის აღსადგენად მუშაობენ. ამ დროისთვის კიბერშეტევის ნიშნები არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები