პაკისტანის თავდაცვის მინისტრი – ინდოეთის სამხედრო შემოჭრა გარდაუვალია

ინდოეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ქაშმირის პროვინციის საზღვარზე პაკისტანის ტერიტორიიდან დაწყებულ სროლას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

ინდოეთი აცხადებს, რომ ზედიზედ მეოთხე ღამეა, პაკისტანიდან დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ „არაპროვოცირებულ“ სროლაზე რეაგირებას ახდენს.

პაკისტანის არმიის მტკიცებით, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში 54 ისლამისტი მებრძოლი მოკლა, რომლებიც პაკისტანში ავღანეთის საზღვრიდან ცდილობდნენ შეღწევას.

პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა ასიფმა განაცხადა, რომ ინდოეთის მხრიდან სამხედრო შემოჭრა გარდაუვალია.

„ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ძალები, რადგან ეს ახლა გარდაუვალია. ამ ვითარებაში გარკვეული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო და ეს გადაწყვეტილებები მიღებულია“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასიფმა თქვა, რომ ინდოეთის რიტორიკა ძლიერდება და რომ პაკისტანის სამხედროებმა მთავრობას ინდოეთის თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ აცნობეს.

მისივე თქმით, პაკისტანი მზადყოფნაშია და იმ შემთხვევაში, თუ მათ არსებობას პირდაპირი საფრთხე დაემუქრება, ქვეყანა ბირთვული იარაღის გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები