ჯანდაცვის სამინისტროში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა, სამედიცინო სექტორთან ერთად, რეფორმის დანერგვის პროცესი განიხილეს და სექტორის საჭიროებებს გაეცნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა კრისტინა კაჰურმა აღინიშნა, რომ ცვლილებების გატარებისთვის მნიშვნელოვანია სექტორმა სამინისტროს, მტკიცებულებებით გამყარებული ინფორმაცია მიაწოდოს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოდელის დანერგვის პროცესს უწყება, ექსპერტებთან ერთად დააკვირდება, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც დაგროვებული ინფორმაციის შედეგად იქნება მიღებული.
უწყების ცნობით, შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური, სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული სააგენტოების, ჯანდაცვის ასოციაციის და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ესწრებოდნენ.