“ნაციონალები მარგველაშვილის ხელით საშინელ პროვოკაციას განახორციელებენ” – თარგამაძე ხელისუფლებას აფრთხილებს

შს ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის განცხადებით, მას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს საქართველოს პრეზიდენტის შესახებ, უფრო მეტიც, ექსმინისტრი აცხადებს, რომ მან იმდენი რამ იცის, რაც თავად პრეზიდენტმაც კი არ იცის. კახა თარგამაძე განცხადებას გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აკეთებს. „მარგველაშვილი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, გაოგნებული დავრჩი! გულიც კი მეტკინა, რადგან ამას ბიძინა ივანიშვილგან არ მოველოდი! არ მინდოდა საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყო კაცი, რომელმაც ქსოვის გარდა, არაფერი იცის! მე ძალიან ბევრი რამ ვიცოდი და ვიცი! არ ვარ იმის კაცი, ქუჩაში გადმოვდგე და ყველაფერი ვილაპარაკო, თორემ ძალიან ბევრი რამ ვიცი და თან ბევრ ვინმეზე! მარგველაშვილმაც არ იცის, რაც მე ვიცი მის შესახებ! არ გაინტერესებთ, ნაციონალური მოძრაობის ბობოლებს რატომ აქვთ ატეხილი წივილ-კივილი ჩემი სახელის ხსენებაზე და საერთოდ, ჩემს გამოჩენაზე? სწორედ იმიტომ, რომ მათ შესახებ ძალიან ბევრი რამე ვიცი”, – აცხადებს კახა თარგამაძე.
შს ექსმინისტრი ხელისუფლებას მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებაც აფრთხილებს. მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, საქართველოში უკრაინის მსგავსი სცენარის განხორციელებას გეგმავს, რასაც გიორგი მარგველაშვილის ხელით შეძლებენ.
„ერთ რამეს გეტყვით – ნაცმოძრაობა საქართველოში უკრაინის მსგავს სცენარის გამეორებას, რომ ფიქრობდა და სააკაშვილის საქმეები აღიძრა, ახლა მთელი აქცენტი გადატანილი აქვთ იმაზე, როგორმე მარგველაშვილი გამოიყენონ ამ ბნელი საქმის სისრულეში მოსაყვანად. მთელი სერიოზულობით ვაფრთხილებ ხელისუფლებას – ნაციონალური მოძრაობა ამზადებს დიდ და საშინელ პროვოკაციას, რასაც გააკეთებენ მარგველაშვილის ხელით“, – აცხადებს კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები