ესპანეთის აღმოსავლეთში, ვალენსიის რეგიონში მთიან რაიონში ტყის ხანძარი მძვინვარებს, რომლის გამო ახლოს მდებარე სამი სოფლიდან ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
ამის შესახებ El Pais-ი წერს.
საავარიო სამსახურმა 600 ადამიანისთვის თავშესაფარი და საველე ჰოსპიტალი მოაწყო.
ვალენსიას ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე საათში ხანძარმა, დაახლოებით, 1000 ჰექტარის ფართობი გაანადგურა.
ხანძრის ქრობაში 10 თვითმფრინავი, 20 სახანძრო მანქანა და სამხედროები არიან ჩართული.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ცეცხლის კონტროლზე აყვანა მოხერხდა და ადგილობრივ ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ სრული ლიკვიდაცია დღეს მოხერხდება.