პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს, დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ხაზი გაესვა სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლს რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში. ირაკლი ღარიბაშვილმა და დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს.
პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი  – რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები