მიხეილ ცაგარელის პროგნოზები ზურაბ ჟვანიასა და ეროსი კიწმარიშვილის საქმეებზე
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენ ეროსი კიწმარიშვილის საქმე არ გაიხსნება, – ამის შესახებ ასტროლოგი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. ამავე ინტერვიუში მიხელ ცაგარელი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმეზეც საუბრობს.
„ჟვანიას საქმის გახსნა იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილს პირდაპირ ციხეში უკრან თავი. ეს საკითხი აქამდე ამიტომაც ჯანჯლდება, რომ ჯერ ევროპა-ამერიკასთან უნდა მოხდეს ინტეგრაცია. მხოლოდ, ამის მერე შეიძლება ამ თემის გახსნაზე საუბარი, უფრო სწორად მაშინ, როდესაც ევროპა და ამერიკა სააკაშვილს დათმობს. თუ არ დათმო, ჟვანიას საქმე არასოდეს გაიხსნება.
რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილის საქმეს – გაუხსნელი მკვლელობის რიგში ჩადგება, რადგან შესაძლოა, ისეთი ვიღაცეები იყვნენ ჩართული ამ ამბავში, რომელთა გამოაშკარავებაც არ შეიძლება. ასტროლოგიაში არის ასეთი საიდუმლო საქმეები, რომლებიც საიდუმლოდ უნდა დარჩეს“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.