„მიყვარს ჩემი თბილისი და სიყვარულზე დიდი შთაგონების წყარო რაღა უნდა იყოს“…

დაიბადა, როგორც თავად ამბობს, თბილისში – ყვარულის ქალაქში, მხატვრების და მსახიობების ოჯახში.
ბავშვობიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მხატვარი გამოსულიყო. დაამთავრმ.თოიძის სახელობის ლიცეუ დიზაინის ფაკულტეტი.
შემდეგ  უფალმა ჩამკიდა ხელი და მის გზას დამაყენა. მისი კურთხევით ცხოვრებამ მომცა ახალი შესაძლებლობები და ჩავაბარე სასულიერო სემინარიის ხატწერის ფაკულტეტზე“…
მისმა ბევრმა ნახატმა მსოფლიოს სხვაასხვა ქვეყანაში, ოჯახებში დაიდო.
„ხატი ადამიანს აძლევს  დაუვიწყარ ემოციას და უქმნის მშვიდ გარემოს.  სახლი ხომ თბილი ბუდეა, სადაც მშვიდობა უნდა სუფევდეს. მე კი ვცდილობ, ის უფრო ლამაზი და ფერადი გავხადო ჩემი ფერადი ტილოებით“, – ხატმწერ ნათია ფოტინეს პერსონა.

–  მხატვრობა ჩვენს ოჯახში  საგვარეულო წესია, მამა-პაპიდან მოგვდევს. ამიტომ ფუნჯი ჩემთვის უცხო არ იყო.  ეს  ალბათ უფრო სისხლის ამოძახილია,  წუთია, როცა დაბადებიდან იცი, რა უნდა აკეთო.
–   ოსე თოიძის სახელობის ლიცეუ დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრეთ. შემდეგ – სასულიერო სემინარიის ხატწერის ფაკულტეტი…–  ხატწერა – ალბათ უკვე  არა ჩემი, არამედ უფლის გადაწყვეტილება იყო. მადლობა მას ამ სიკეთისთვის და მადლისთვის.  სულ ვთხოვდი, რომ მის გზაზე მევლო.  მჯერა,  შემთხვევით არაფერი ხდება. ჩემი ნათესავი ლალი ხუჭუა ლექტორი იყო სემინარიაში, მისგან ვიცოდი ამ მადლიანი სასწავლებლის შესახებ და ჩავაბარე ხატწერა. მხატვრობა ხომ კარგია, მაგრამ აი, ხატწერა – უკვე სხვაა, მადლი უზენაესისგან და, უნებურად,  დიდი საიდუმლოს თანამონაწილე ხდები.
ჩემი პირველი დამოუკიდებლად დაწერილი ხატი – ყინწვისის მთავარანგელოზი გაბრიელი  დღემდე ჩემ გვერდით არის. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა აკადემიური განათლება, მაგრამ, ვფიქრობ, მქონდა უმთავრესი ხატწერისთვის –  ნება უფლისგან.
სასულიერ სემინარიის ხატწერის ფაკულტეტზე სწავლობდით…
– ჩვენი ტკბილი პატრიარქის სიკეთით  სრულიად უფასოდ  შეგვასწავლეს ღვთიური სპეციალობა,  რაც ასე საჭიროა. ხატის მადლი ხომ   იდუმალი და უძლიერესია.  ჩემი დაწერილი ხატები, რომლებიც ბევრ ეკლესია-მონასტერშია დაბრძანებული, მადლს მიგზავნიან.  მადლობა  უფალს ამისთვის…  ხელოვნებაა თვით უკვდავება, წყარო და  ფუნჯი კი  ის იარაღია, რითაც ქმნი… ბევრს აბედნიერებ და  განწყობას უქმნი.
–  პირველი ხატი…
–  ღვთის მადლით და ნებით, ბევრი ხატი დავწერე,  მაგრამ ის პირველი შეკვეთა,  რომელიც ჯერ კიდევ მეორე  კურსის სტუდენტმა  გავბედე და დავწერე –  ღვთისმშობლის ხატმა  „ოდიგიტრიამ“, იგივე გზის მაჩვენებელმა,  მამა ვიტალი  სიდორენკოს მონასტერში დაივანა.
– შთაგონება  თუ გჭირდებათ ხატვის დროს?
– ხატვის დროს ჩემთვის, რა თქმა უნდა, მთავარი განწყობაა. შეიძლება კარგ ხასიათზე მყოფმა 2- 3 საათში დავხატო ნახატი  (ასეც ხდება ხოლმე).  იდეები თავად მოდის ხოლმე…
– თქვენი დაწერილი ხატები სხვადასხვა ეკლესია-მონასტერშია, საზღვარგარეთ – ოჯახებშია…
– ეს ხატები ჩემი სულის ნაწილი, ჩემი შვილები არიან.  როცა შევდივარ იმ ტაძარში, სადაც მეგულება ჩემი დაწერილი ხატი,  მივალ, მოვეფერები, კონდაკს წავუკითხავ, უყურადღებოდ არ დავტოვებ, თითქოს ჩემი ნაწილია იქ…  რაც ახლა მახსენდება და გამოვარჩევ, არის  ბარის –  წმინდა ნიკოლოზის საფლავზე ჩემი დაწერილი წმინდა ნიკოლოზის  ხატის დაბრძანება. ის ჩემი მფარველია. ახლობელს ვაჩუქე და წააბრძანა ბარიში…
– თბილისს სიყვარულის ქალაქს უწოდებთ. ხატავთ მის ქუჩებს, ხედებს…
– ჩემთვის თბილისი სიყვარულის ქალაქია. ის დიდი აკადემიაა და მინდა,  შეინარჩუნოს ეს სახელი. მიყვარს ჩემი თბილი ბუდე და  სიყვარულზე დიდი შთაგონების წყარო რაღა უნდა  იყოს…
– ახალი წელი მოდის… საახალწლო ანგელოზებსაც დახატავთ ალბათ…
– ანგელოზების ხატვა ძალიან მიყვარს. უყვარს ხალხსაც, განსაკუთრებით გამოვყოფდი  შობის ანგელოზს, რომელიც ბევრი ადამიანის სახლს ათბობს.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია მუსიკა, ცეკვა, სულის ამოძახილი. ეს ალბათ მშობლებისგან მოდის. მამა მუსიკოსი – მხატვარია, დედა – მოცეკვავე  და რა თქმა უნდა – მოგზაურობა…
–  ნატურმორტები, პეიზაჟები… გემოვნებიანი ფერები… ხატის წერის დროს ალბათ სხვა განწყობა გჭირდებათ, ჩვეულებრივი ნახატების დროს კი – სხვა…
–   ნახატისთვის  დიდად მომზადება არ მჭირდება. რა თქმა უნდა,  კარგ განწყობაზე მაინც უნდა ვიყო, მაგრამ  ხატი –  უკვე სხვაა.  აქ სულიერი მდგომარეობაა უმთავრესი, ლოცვით განწმენდილი უნდა მიუახლოვდე იმ წმინდანს, ვის გამოსახვასაც აპირებ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– ონლაინგამოფენებში ვმონაწილეობ. პანდემიის გამო ბევრი რამ არ გამოვიდა, მაგრამ ყველაფერი წინ არის და  ვაპირებ ამოფენებში მონაწილეობას.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები