მამუკა მდინარაძე: შეუძლებელია „ნაცების“ დანაშაული მთლიანად გამოიძიო მაგრამ თვალსაჩინოებისთვის ბევრი ქეისი შეიძლება საზოგადოებას წარვუდგინოთ იმიტომ, რომ მსგავსი ქმედების ჩადენა ვეღარავინ ვერ გაბედოს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის შესახებ ისაუბრა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლის.

“შეუძლებელია „ნაცების“ დანაშაული მთლიანად გამოიძიო, რაც 12 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, პროკურატურაში, შესაბამისი დეპარტამენტი იყო. მაგრამ თვალსაჩინოებისთვის, ბევრი ქეისი შეიძლება საზოგადოებას წარვუდგინოთ, გამოვიძიოთ საპარლამენტო კომისიის ფორმატში. იმიტომ, რომ მსგავსი ქმედების ჩადენა ვეღარავინ ვერ გაბედოს.

აღმოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც „ნაცებთან“ ერთად დგანან და აპროტესტებენ ძალადობას. აპროტესტებენ თითქოსდა რუსული საქმის კეთებას. რუსთაველზე ებრძვიან რუსეთს ადამიანები, რომლებიც დგანან „ნაცების“ დაორგანიზებულ აქციაზე და მერე ბრაზდებიან, რომ ჩვენ თვითორგანიზებით ვართ აქ წარმოდგენილებიო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები