ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: ქვეყანა რუსეთისგან ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი გახდა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას თქმით, ქვეყანა რუსეთისგან ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი გახდა.

ჩეხეთი 2022 წლიდან ცდილობს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოხმარების მაქსიმალურად შემცირებას და ამ დროისთვის მთავრობას აღარ ჰქონდა პირდაპირი კონტრაქტი რუსული ბუნებრივი აირის მიმწოდებლებთან, თუმცა TAL გაზსადენი, რომელიც ქვეყანას ბუნებრივ აირს აწვდის, ნახევრად დამოკიდებული იყო რუსულ Druzhba-ს გაზსადენზე. პრემიერმინისტრის თქმით, TAL-ს უკვე აქვს იმის რესურსი, დამოუკიდებლად მიაწოდოს ბუნებრივი აირი ჩეხეთს.

“ეს გადამწყვეტი მომენტია ჩეხეთის რესპუბლიკისთვის, რადგან რუსეთი ვეღარ შეძლებს ჩვენს დაშანტაჟებას”- ამბობს პეტრ ფიალა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შემოწმებები, თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსული გაზსადენიდან ბუნებრივი აირის წყვეტა ქვეყანას პრობლემას აღარ შეუქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები