ზაალ ანჯაფარიძე: კონფლიქტი დაიწყო გახარიამ
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ბათუმში მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“არ დავიწყებ ახლა მორიგე და ვარცხნილი ფრაზებით “ძალადობა დასაგმობია, ცუდია” და ა.შ. ჟონგლიორობას, როგორც ბევრი აკეთებს შესავლის სახით. კონფლიქტი დაიწყო გახარიამ – რა მნიშვნელობა აქვს ჭიქა ესროლა თუ სხვა რამე. რაც ჩანს ვიდეოზე, არის ჩვეულებრივი კაცური ჩხუბი, რაც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი სიტუაციის დროს. გამოჰკითხონ გახარია, და გაირკვევა რატომ და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ გამოჰკითხავენ სხვებსაც”, – წერს ანჯაფარიძე.
ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.