“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა ბევრი ინფორმაცია ჩვენგან მიიღეს, აქციების დროს დაშავებული პოლიციელების რაოდენობაც არ იცოდნენ” – მაჭავარიანი

“გავცვალეთ ყველანაირი ინფორმაცია როგორც საარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, ასევე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან შეხვედრას გამოეხმაურა.

“ჩვენამდე, ისინი შეხვდნენ ოპოზიციას, ტელევიზიისა და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებს. ძალიან ბევრი ისეთი ინფორმაცია იყო, რომელიც ჩვენგან მიიღეს. ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ დაინტერესებულმა მხარემ, ეს ინფორმაცია არ მიაწოდა. მაგალითად, დაშავებულ პოლიციელებთან დაკავშირებით არ იცოდნენ მათი დაახლოებითი რაოდენობა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები