ლევან ვეშაპიძე – თეგეტა მოტორსის გაფიცვაზე: ამ ფილიალში 1 საათის წინ შევცვალე ზეთი და ფილტრები – ესენი გარეთ იდგნენ, შიგნით გაცხოველებული მუშაობა მიდიოდა

მოქალაქე ლევან ვეშაპიძე თეგეტა მოტორსის გაფიცვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“არადა, ამ ფილიალში 1 საათის წინ შევცვალე ზეთი და ფილტრები. ესენი გარეთ იდგნენ, შიგნით გაცხოველებული მუშაობა მიდიოდა. თან ხალვათობა კი არ იყო, “იმენა” რიგში დგომა მომიწია, ჯერ ოპერატორებთან და მერე ხელოსნებთან”,- წერს ვეშაპიძე.

ცნობისთვის, საქართველოში საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა მიმდინარეობს. კომპანიების ნაწილი სამი საათით გაიფიცა. პროტესტის ახალ ფორმას საბანკო სექტორის წარმომადგენლები, მცირე ბიზნესები და ცალკეული პირები აქტიურად უერთდებიან. მათ შორის, გაიფიცნენ საგანმანათლებლო დაწესებულებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები