შალვა პაპუაშვილი დანიის სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ანე სორენსენს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის საქმიანობაში. თავმჯდომარემ ისაუბრა დანიაში განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტის თაობაზე.
ელჩმა აღნიშნა, რომ 1-ელ ნოემბერს დანიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა და მიმდინარეობს ახალი მთავრობის ფორმირების პროცესი. ამ კუთხით, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დანიის ყველა მთავრობა გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეფორმების მხარდაჭერას, რასაც მოწმობს თბილისში დანიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებაც.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დანიის ელჩმა დაადასტურა დანიის მზაობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაში.
საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მის შედეგებს და საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.